ამერიკულმა ბრენდმა Chevrolet-მa, რომელიც General Motors-ის საკუთრებაა, ახალი Chevrolet Camaro-ს განსაკუთრებული ვერსია, Hot Wheels Edition წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ სპეციალური ვერსიის გამოსვლა კომპანია Hot Wheels-ის დაარსებიდან 50 წლის იუბილეს ეძღვნება, რომელიც ავტომობილების სათამაშო მოდელების, 1:64-ზე მასშტაბის გამოშვებით არის დაკავებული.
Chevrolet Camaro-ს განსაკუთრებული ვერსია Hot Wheels Edition ხასხასა ფორთოხლისფერი ფერითა და დეკორატიული ზოლებით გამოირჩევა. გარდა ამისა, მოდელები 20 დიუიმიან დისკებს მიიღებენ, ასევე ფორთოხლისფერი ჩანართებით. Chevrolet Camaro Hot Wheels Edition-ის სალონში აქცენტი ფორთოხლისფერზე გაკეთდა. ვისაც სურს, რომ მისი ავტომობილი სათამაშოს ჰგავდეს, დამატებითი პაკეტის ღირებულება 4 995 დოლარია.
აღსანიშნავია, რომ სულ პირველი სათამაშო ავტომობილი, რომელიც Hot Wheels-მა გამოუშვა, სწორედ Chevrolet Camaro იყო.