ამერიკულმა კომპანიამ Genovation Cars ელექტრონულ სუპერქარზე წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყო. ავტომობილი აგებულია კუპეს – Chevrolet Corvette ბოლო წარმომადგენლის ბაზაზე. მისი სახელწოდებაა Genovation Extreme Electric (GXE) ხოლო ფასი 750.000 დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ახალი მოდელი აღჭურვილია 2 ელექტრონული აგრეგატით. ყველაზე ძლიერი 660 ცხენის ძალის სიმძლავრისაა და 813 ნმ ბრუნის სისწრაფით ხასიათდება. ენერგიის დაზოგვის სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც ძრავთან ერთად მუშაობს, დამატებით 210 კმ-ის გავლის საშუალებას იძლევა.
მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ მათ შეძლეს იდეალური შედეგის და მსუბუქი წონის მიღწევა. დამატებითი ცნობები კუპეს შესახებ ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, კომპანია 75 ეგზემპლარს წარმოადგენს.