LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chevrolet-მა დეტროიტის ავტოსალონზე სრულზომიანი პიკაპი წარმოადგინა

45

კომპანიამ Chevrolet დეტროიტის ავტოსალონზე სრულზომიანი პიკაპი, ახალი თაობის Silverado წარმოადგინა. მოდელმა ძარის შემსუბუქებული კონსტრუქცია და კლასში ყველაზე დიდი სატვირთო პლატფორმა მიიღო. ავტომობილი აღჭურვილია 3.0 ლიტრის მოცულობის დიზელის ძრავით.

წინა თაობის მოდელთან შედარებით, ახალი Silverado 41 მილიმეტრით უფრო გრძელია. ალუმინისა და ზეგამძლე ფოლადის გამოყენებით პიკაპის მასა ორმაგი კაბინით 204 კილოგრამით შემცირდა.

Chevrolet-ში ამბობენ, რომ სატვირთო პლატფორმა, მიუხედავად მისი სიგრძისა, კლასში ყველაზე ტევადია.

პიკაპი Silverado ახალი საკიდარით არის დაკომპლექტებული.

მოდელი ძრავის ექვსი ვარიანტით იქნება წარმოდგენილი.

Chevrolet Silverado-ს აღჭურვილობაში 20 ან 22 დიუიმიანი დისკები, მულტიმედიური სისტემა Apple CarPlay-ის, Android Auto-ს, Bluetooth-ისა და LTE WiFi მხარდაჭერით, ასევე სმარტფონების უსადენო დამუხტვა შედის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები