ჩინელებმა გზის ერთ კილომეტრზე 100 „მწოლიარე პოლიციელი“ გააკეთეს. გამოცემა „Global Times”-ის ინფორმაციით, სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები პეკინში გამოჩნდა და თანაც აუარებელი რაოდენობით. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე გზაზე, ე.წ. „მწოლიარე პოლიციელები“ ყოველ ნახევარ მეტრშია განთავსებული და სატრანსპორტო საშუალებებს ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის. ხოლო, თუ რისთვის გახდა საჭირო ამდენი შეზღუდვა ამას ხელისუფლებაში არ აზუსტებენ.