LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელებმა კიდევ ერთი ავტომობილის დიზაინი მოიპარეს

49

მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე უჩვეულო BMW-ს ასლი ჩინელებმა გააკეთეს. საუბარია ლეგენდარულ მოდელზე BMW Isetta. ჩინელებმა ელექტრომობილი ააწყვეს და მასობრივი საავტომობილო მშენებლობის სტილის კერპი გამოიყენეს.

1950-იანი წლების ავტომობილი, რომელიც „ბუშტის“, ან „პატარა კვერცხის“ სახელით არის ცნობილი, ნამდვილი პლაგიატის მსხვერპლი გახდა. სკანდალის ცენტრში რა თქმა უნდა ისევ ჩინელები არიან. კომპაქტური ავტომობილების მწარმოებელი Eagle თავის ახალ ქმნილებას EG6330K-ს უწოდებს. ის გარეგნულად Isetta-ს ძალიან ჰგავს.

თანამედროვე ჩინური ელექტრომობილი და გერმანული ავტომობილი წარსულიდან ერთმანეთისგან კონცეფციით განსხვავდებიან. Isetta-ს მოკლე ძარა და ერთადერთი კარი, ძარის „ფასადზე“ ჰქონდა. Eagle EG6330K-მ კი წაგრძელებული ძარა და სტანდარტული, ოთხი კარი მიიღო.

ჩინური ელექტრომობილი საკმაოდ კომპაქტურია. მისი სიგრძე 3300 მილიმეტრია, სიგანე 1470მმ ხოლო სიმაღლე 1470 მილიმეტრი. ავტომობილის წონა 750 კილოგრამია.

Eagle EG6330K-ის კაპოტის ქვეშ ელექტროძრავია, რომლის სიმძლავრეც 5,2 ცხენის ძალაა, ეს კი საკმარისია იმისთვის, რომ მაქსიმალური სიჩქარე – 60კმ/სთ განავითაროს. სვლის მარაგი 120 კილომეტრი გახლავთ.

CarNewsChina-ს ინფორმაციით, ელექტრომობილი Eagle EG6330K 4000 ამერიკული დოლარი ღირს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები