LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩინელებმა“ მსოფლიო ავტო ბაზრის მესამედი დაიკავეს

112
„ჩინელებმა“ მსოფლიო ავტო ბაზრის მესამედი დაიკავეს

ავტომობილების მსოფლიო გაყიდვების მესამედი „ჩინელებმა“ თავის თავზე აიღეს. მარტში ჩინური მანქანების რეალიზების მაჩვენებელმა მთელს მსოფლიოში 33%-ს და 8,15 მილიონ ერთეულს მიაღწია.

ბაზრის წილის მიხედვით პირველ ადგილს Toyota ინარჩუნებს – 10,6%-ით, მეორეა Volkswagen და Hyundai 9,5 და 7,4 პროცენტებით. Geely ერთადერთი ჩინური ბრენდია, რომელიც ათეულში მოხვდა და 738 ათასი ავტომობილის გაყიდვა შეძლო.

Geely-სთან ახლოს მივიდა ჩინური BYD-ც, რომელმაც მე-10 ადგილი აიღო და მსოფლიო ბაზრის 3,2% დაიპყრო. შემდეგ პოზიციას 3%-ით Chery იკავებს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ავტო ბაზრის მესამედს ჩინელები პირველად არ ისაკუთრებენ. 2016 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში ჩინელი მწარმოებლები საერთაშორისო გაყიდვების 30%-ზე იყვნენ პასუხისმგებელი, 2019 წელს ეს ციფრი 29%-მდე დაეცა, ხოლო 2022 წელს 33%-მდე გაიზარდა კიდეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები