LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელებმა Volkswagen Tiguan-ის კლონი შექმნეს

68

ჩინურმა კომპანიამ Zotye-მ ახალი მოდელი X7 წარმოადგინა. მოდელის ექსტერიერი მთლიანად კოპირებულია Volkswagen Tiguan-ის მეორე თაობისგან. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ გამოცემა Autoevolution ავრცელებს.

ერთადერთი რაც Zotye X7-ს ორიგინალი Tiguan-ისგან განასხვავებს, რადიოატორის ფორმაა, რომელიც ჩინურმა კომპანიამ Volkswagen-ის სხვა მოდელისგან, კონცეპტუალური Cross Concept GTE ქროსოვერიდან აიღო.

ჩინური კომპანია Zotye X7-ის რამდენიმე მოდიფიკაციაზე მუშაობდა. 1.5, 1.8 და 2.0 ლიტრიანი ძრავის მქონე მოდელები 150, 170 და 190 ცხენის ძალის სიმძლავრითაა წარმოდგენილი. ტრანსმისია კი ხუთსიჩქარიანი მექანიკით და ექვსდიაპაზონიანი რობოტით განისაზღვრა. ახალი Volkswagen Tiguan-ი ჩინეთის ბაზარზე საწყისი ეტაპისთვის 1.4 ლიტრიანი ტურბოძრავით იქნება წარმოდგენილი, რომელიც 150 ცხენის ძალის სიმძლავრის იქნება.

ჩინეთის ბაზარზე Zotye X7-ის გაყიდვები ოქტომბერში დაიწყება. ქროსოვერის ფასი 78.800-დან 153.800 იუანამდე იქნება, რაც 11.900 დან 23.100 აშშ დოლარის ეკვივალენტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები