ჩინელი ავტო დილერები ქმნიან “რუხ ბაზარს”, სადაც ნულოვანი გარბენის მქონე ავტომობილები მეორადებად იყიდება. ამის მიზეზი დიდი კონკურენციაა, რაც კომპანიებს აიძულებს დაბალი ფასებით ვაჭრობას ოფიციალური შეზღუდვების გვერდის ავლით.
დილერები ამ მანქანებს მეორადების სახით აღრიცხავენ, რათა მყიდველებს დიდი ფასდაკლებები გაუკეთონ, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა ახალია.
ახალმა პრაქტიკამ ჩინეთის მთავრობის ყურადღება მიიპყრო — ხელისუფლებამ ავტოინდუსტრიის უმსხვილეს მოთამაშეებთან შეხვედრა მოაწყო, რათა არსებული ვითარება დაარეგულირონ.
ათასობით გამყიდველი, რომლებიც ონლაინ-პლატფორმებზე მუშაობენ და მეორად ავტომობილებზე სპეციალიზდებიან, უკვე კონტროლის ქვეშ აიყვანეს.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ ჩაატარა საგანგებო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ – BYD-ის, Dongfeng Motor-ის, სექტორული ასოციაციების და ონლაინ სავაჭრო პლატფორმების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს ის ფაქტი, რომ სწრაფად იკლებს ფასი იმ ავტომობილებზე, რომლებიც რეალურად არავის გამოუყენებია, თუმცა უკვე ფორმალურად არიან რეგისტრირებული. ეს სქემა კომპანიებს საშუალებას აძლევს, შეამცირონ ფასები ოფიციალური ჩარჩოებისა და შეზღუდვების გვერდის ავლით, რაც ბაზარზე არათანაბარ პირობებს და მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანას იწვევს.