LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელმა Formula 1–ის ავტომობილების კოლექცია კრიპტოვალუტით გამოისყიდა

19

ჩინელმა ავტომოყვარულმა 4 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების Formula 1–ის ავტომობილების კოლექცია კრიპტოვალუტით გამოისყიდა. მყიდველის ვინაობა არ ხმაურდება. ცნობილია, რომ ვაჭრობა დიდ ბრიტანეთში პირველ ონლაინპლატფორმა Dadiani Syndicate-ზე მოხდა, რომელზე გადახდაც მხოლოდ კრიპტოვალუტით არის შესაძლებელი.

ერთ-ერთი ავტომობილი, რომლითაც ჩინელი მყიდველის კოლექცია შეივსო Sauber C30-ია. მოდელი კონვეირიდან 6 წლის წინ გამოვიდა. ელიზა დადიანი, რომელიც ონლაინ პლატფორმის დაამარსებელია, გარიგებისგან გამოწვეულ სიხარულს ვერ ფარავს და ბლოკჩეინს ეკონომიკის ახალ დონედ მოიხსენიებს. როგორც ელიზა აცხადებს, სისტემის შესაძლებლობები ყოველწლიურად უფრო გაიზრდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინელმა ავტომოყვარულმა ოთხ ბოლიდში ლაიტკოინები გადაიხადა. ბოლიდების გამყიდველი ამბობს, რომ ძვირფას ავტომობილებზე კრიპტოვალუტით შეძენის მოთხოვნა იზრდება და მომავალშიც საინტერესო გარიგებებია მოსალოდნელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები