LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელმა ტურისტებმა ევროპაში სიარულს მოუხშირეს

19

ჩინელმა ტურისტებმა ევროპაში სიარულს მოუხშირეს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ჩინელებმა ევროპის ქალაქებში 356%-ით მეტი ღამე გაატარეს. გააქტიურებულ ტურისტთა შორის არიან ასევე ბრაზილიელები და ევროპაში გათენებული ღამეების რაოდენობა მათ შემთხვევაში 239%-ით გაიზარდა. და ბოლოს, ლიდერთა სამეულს 189%-იანი ზრდით რუსები ასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საზღვრებს გარეთ მოგზაურობას ევროპელებმაც მოუხშირეს და უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 123%-ით გაიზარდა. ყველაზე პოპულარულ დანიშნულებათა შორის კი შტატები, თურქეთი და შვეიცარია ლიდერობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები