LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთი ავტომობილების ექსპორტს ზრდის

115
ჩინეთი ავტომობილების ექსპორტს ზრდის

ჩინეთი ავტომობილების ექსპორტის ზრდას აგრძელებს. ამ წლის იანვარ-აპრილის პერიოდში ქვეყნიდან საზღვრებს გარეთ 1,539 მილიონი მსუბუქი მანქანა გაიტანეს, რაც 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 34,8%-ით უფრო მეტია.

მთლიანობაში ჩინელებმა 1,8 მილიონი სატრანსპორტო საშუალება დატვირთეს, დაახლოებით ნახევარი მილიონი მარტსა და აპრილში. ექსპორტის მაჩვენებლით ლიდერი რუსეთია, რომლისთვისაც ჩინეთი ახალი ავტომობილების მიღების ერთადერთი ლეგალურ გზად რჩება. ავტომწარმოებელი ლიდერები, რომელიც ჩინეთიდან ყველაზე დიდი რაოდენობით გადის – Chery, SAIC და Changan არიან. ასევე ბევრი მანქანა გააქვს საზღვრებს გარეთ Geely-ის, BYD-ს, Great Wall-სა და ამერიკულ Tesla-ს, რომელსაც ქარხანა შანხაიში აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები