LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის ზოოპარკმა ვირის ზებრად გასაღება სცადა

123
ქირიას NEWS შაბლონი

 
ჩინეთის შანდუნის პროვინციაში, ანციუს საქალაქო ოლქის ერთ-ერთ ზოოპარკში, ვიზიტორებმა ვირი აღმოაჩინეს, რომელიც ზებრას მსგავსად იყო შეღებილი. ცხოველი სხვა ვირებთან ერთად იმყოფებოდა ვოლიერში, რის გამოც დამთვალიერებლების ნაწილმა სწრაფად დაასკვნა, რომ ეს ნამდვილი ზებრა არ იყო.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ვიდეომ დიდი ყურადღება მიიქცია და ინტერნეტმომხმარებლების კრიტიკის საგანი გახდა. ბევრმა ზოოპარკი ვიზიტორების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა.

მომხდარის შემდეგ ადმინისტრაციამ განმარტება გაავრცელა. მათი თქმით, ცხოველის შეღებვა უბრალო ხუმრობა იყო და ზოოპარკს არასოდეს უცდია ვირის ზებრად გასაღება.

„ჩვენ უბრალოდ ვხუმრობდით. არც ერთი წარწერა არ გვქონდა, სადაც ეწერა, რომ ეს ზებრაა. ეს იყო აბსტრაქტული ხუმრობა, რომელიც სტუმრების ყურადღების მისაპყრობად გავაკეთეთ“, – განაცხადა ზოოპარკის წარმომადგენელმა.

მიუხედავად განმარტებისა, შემთხვევამ სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მომხმარებლების ნაწილი ინიციატივას უწყინარ ხუმრობად მიიჩნევს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ მსგავსი პრაქტიკა ცხოველების მიმართ არაეთიკურია და ზოოპარკის რეპუტაციას აზიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები