LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთმა ახალი სისწრაფის რეკორდი დაამყარა – ელექტრომობილით

108
ჩინეთმა ახალი სისწრაფის რეკორდი დაამყარა - ელექტრომობილით

ჩინურმა ავტოგიგანტმა BYD–მა კვლავ მოახერხა, რომ მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო: მისი ახალი ჰიპერ-ელექტრომობილი Yangwang U9 „Xtreme“ ოფიციალურად გახდა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული ელექტროქარი.

ავტომობილმა ტესტირების დროს  წარმოუდგენელ მაქსიმალურ სიჩქარეს მიაღწია – 496,22 კმ/სთ-ს.

ეს შედეგი არა მხოლოდ BYD–თვის, არამედ მთლიანად ჩინური ავტო ინდუსტრიისთვის გახდა ისტორიული მომენტი: ახლა სისწრაფის გლობალური რეკორდი ეკუთვნის სწორედ ელექტრომობილს, რომელიც ჩინეთში შეიქმნა.

რა არის განსაკუთრებული Yangwang U9 „Xtreme“-ში?

მოდელი აღჭურვილია უახლესი თაობის ელექტროძრავებით, რომლებიც მომენტალურ აჩქარებას ახერხებენ.

გამოიყენება სპეციალური აეროდინამიკური პაკეტი, რომელიც მაქსიმალურ სტაბილურობას უზრუნველყოფს უკიდურეს სიჩქარეებზე.

მანქანის სიჩქარე 496,22 კმ/სთ-ს აღწევს – ეს ნიშნავს, რომ ის უკვე იმავე ლიგაშია, სადაც ყველაზე ძლიერი ბენზინზე მომუშავე ჰიპერ-ავტომობილები. წლების განმავლობაში სიჩქარის რეკორდები მხოლოდ შიდა წვის ძრავიან სუპერქარებს ეკუთვნოდათ, მაგრამ ახლა ელექტრომობილებმა ფაქტობრივად ეს ტიტული. „მოიპოვეს“

ეს წარმატება ხაზს უსვამს იმას, რომ ავტოინდუსტრიის მომავალი ნამდვილად ეკუთვნის ელექტროძრავას და „მწვანე ტექნოლოგიებს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები