LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთმა მსოფლიოში ყველაზე მაღალ ხიდზე მოძრაობა გახსნა

109
ჩინეთმა მსოფლიოში ყველაზე მაღალ ხიდზე მოძრაობა გახსნა

სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, გუიჯოუს პროვინციაში,  მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხიდი გაიხსნა. ეს არის ქვეყნის პროგრესის ნიშნული სოფლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში.

ხიდი „გრანდ-კანიონ ჰუაჯანის“ ანუ „დედამიწის ნაპრალის“ სახელით ცნობილი ხეობის თავზე, 625 მეტრის სიმაღლეზეა აღმართული და მისი სიგრძე 2890 მეტრია.

კონსტრუქცია მნიშვნელოვანი კვანძია გუიჯოუს მაგისტრალური გზის მონახაზში. მისი დამსახურებით ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ბევრად უფრო კომფორტული გახდა. ადრე ამ მოგზაურობას 2 საათი სჭირდებოდა, ამიერიდან კი დრო რამდენიმე წუთამდეა შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ ხიდის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო. გუიჯოუს რთული რელიეფი გახდა მიზეზი, რომ ქვეყნის მასშტაბით უდიდესი ნაგებობა შემდგარიყო. პროვინციის ტრანსპორტის დეპარტამენტის განმარტებით, რეგიონში უკვე აშენებულია და მშენებლობის პროცესშია 32 000-ზე მეტი ხიდი. გარდა ამისა, მსოფლიოს უმაღლესი 100 ხიდიდან, თითქმის ნახევარი სწორედ გუიჯოუში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები