ჩინეთში 34 მეტრიანი თოვლის ბაბუა გააკეთეს. სააგენტო UPI-ს ინფორმაციით, თოვლის სკულპტურების ყოველწლიურ გამოფენას წელს ქალაქმა ჰარბინმა უმასპინძლა. წინა წლებისგან განსხვავებით თოვლის ფესტივალში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ადამიანს შეეძლო და დაინტერესება მართლაც დიდი იყო. დრაკონების, სასახლეების, ლომებისა და ვეფხვების სიახლოვეს კი ორგანიზატორებმა უზარმაზარი თოვლის ბაბუა წამოჭიმეს. სკულპტურის შესაქმნელად 120 ათასი კუბამეტრი თოვლი და ათობით ადამაინის ძალისხმევა გახდა საჭირო. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩინეთის ქალაქ ჩანჩუნში შოკოლადის გამოფენა გაიმართა და იქ 700-მდე ტკბილი ქანდაკება იყო წარმოდგენილი.