ჩინური ავტო ბაზრობა 2023 წლის იანვარში მთელი 38%-ით შემცირდა. მაშინ როცა მსოფლიოში ჩინეთიდან ტრანსპორტირებული სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი იმატებს, თავად ჩინეთში მოთხოვნა მკვეთრად დაეცა. სპეციალისტთა შეფასებით, მიზეზი სუბსიდიების და გადასახადებზე დაწესებული შეღავათების გაუქმებაა.
გასული წლის დეკემბერში ჩინური ავტო ბაზრობა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, 2,4%-ით გაიზარდა. იანვარი კი არამხოლოდ ზოგადი ვარდნით, არამედ „მწვანე“ ავტომობილების გაყიდვების შემცირებითაც იყო გამორჩეული. გასულ წელს ეკოლოგიურ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაორმაგდა, წელს კი მაჩვენებელი – 6.3% იყო.
ბაზარზე ნეგატიური გავლენა პირველ რიგში სახელმწიფოს მიერ სუბსიდიებს გაუქმებამ მოახდინა, არადა ბოლო 10 წლის განმავლობაში მთავრობა აქტიურად ეხმარებოდა ყველას ვინც „მწვანე“ არჩევანს გააკეთებდა.