LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები შემცირდა

129
auto

ჩინეთის ავტო ბაზარი თითქმის 4-ჯერ შემცირდა. მხოლოდ იანვარში მანქანების გაყიდვებმა 22,7%-ით იკლო, რაც 2023 წელთან შედარებით 2,44 ათასი ერთეულით ნაკლებია. განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ ელექტროქარების მწარმოებლები: ელემენტიან მოდელებზე მოთხოვნა დეკემბრის თვიდან 37%-ით შემცირდა. წლიური მაჩვენებლით ბაზარმა გარკვეული ზრდა აჩვენა, თუმცა ეკონომიკური პრობლემების გამო ექსპერტები ხანგრძლივ კრიზისს წინასწარმეტყველებენ და 2024 წლის ბოლომდე სიტუაციის გაუარესებას ელოდებიან.

ზოგადად ჩინეთის ბაზრის დიდ ნაწილს ახალ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილები – ელექტროქარები, ჰიბრიდები და წყალბადზე მომუშავე ავტომობილები იკავებენ. „მწვანე“ მანქანებზე მთელი გაყიდვების 29,9% მოდის, წლიური მაჩვენებლით გაყიდვები გაზრდილიც კია.

თუმცა, ეს საკმარისი სულაც არ არის, თვლიან ექსპერტები, რადგან დეკემბრიდან ელექტროქარების რეალიზება 37%-ითაა შემცირებული, რაც მოსალოდნელზე ბევრად ნაკლებია. უფრო მეტიც, ადგილობრივ სპეციალისტთა შეფასებით, ეკოლოგიური ტრანსპორტი გახდა კიდეც ბაზრის კოლაფსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები