LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში უჩინარ ხიდს ააგებენ

38

ჩინეთში პირველ უჩინარ ხიდს ააგებენ. უნიკალური კონსტრუქცია ჩჟანცზიაძეს ანუ იგივე „ავატარის“ ნაციონალურ პარკში გაჩნდება და მისი ღირებულება 5 მილიონ ევროს აჭარბებს. ხიდი ერთმანეთთან მთის ორ მწვერვალს დააკავშირებს და განსაკუთრებული მასალის დამსახურებით ის სრულიად გამჭირვალე იქნება.

უცნაურ პროექტზე ერთდროულად რამდენიმე არქიტექტორი მუშაობდა და მას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ხიდი ფაქტობრივად პეიზაჟის ნაწილად იქცევა და მასზე გავლა ღრუბლებში სიარულის ტოლფასი იქნება. აღსანიშნავია, რომ კონსტრუქციის სიახლოვეს სასტუმროს აშენებაც იგეგმება.

1481892257-1174

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები