LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინურმა გუნდმა რეალს გადაასწრო და ყველაზე ძვირადღირებული გახდა

52

ჩინურმა “გუანჩჟოუმ” მადრიდის ”რეალს” გაასწრო და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბი გახდა. სამშაბათს, ”გუანჩჟოუ ევერგრანდმა” აქციები გაყიდა. კლუბის ღირებულებამ 21,8 მილიარდი იუანი, დაახლოებით 3,35 მილიარდი დოლარი შეადგინა.

”ფორბსის” რეიტინგის თანახმად, 2015 წელს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბი ”რეალი იყო, მის ღირებულებას 3,26 მილიარდ დოლარად აფასებდნენ.

”ევერგრანდის” მთავარი მწვრთნელი ლუის ფელიპე სკოლარია, რომელმაც 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრები გამარჯვებამდე მიიყვანა. თავად კლუბი კი 1954 წელს დაარსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები