ჩრდილოეთ ამერიკა „ინსტაგრამზე“ ყველაზე პოპულარულ გზებში უპირობო ლიდერია. Independent-მა სოციალურ ქსელში ყველაზე ხშირად გამოყენებული ჰეშთეგები გააანალიზა და მოგზაურთა მიერ ყველაზე ხშირად ნახსენები საავტომობილო გზები გამოავლინა.
პირველი ადგილი კი ამერიკულ Route 66-ს ერო, გზა ჩიკაგოში იწყება და რამდენიმე შტატის გავლის შემდეგ კალიფორნიაში სრულდება. მეორე ადგილი ავსტრალიას და წყნარი ოკეანის სანაპიროზე გამავალ გზას ერგო, ტრასა ვიქტორიას შტატში მდებარეობს. ზოგადად კი ყველაზე ხშირად ნახსენებ ადგილებს შორის ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი ლიდერობს და მან რეიტინგში 6 პოზიცია დაიკავა. ხოლო, სხვა პოპულარულ მაგისტრალებს შორის გარდა აშშ-სა და ავსტრალიისა, ასევე -ისლანდია, ნორვეგია და კანადაც მოხვდნენ.