LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჩვენ ვხედავთ მზეს” 10 წლისაა

55

Ardaidardo.Geმზის ფესტივალი ”ჩვენ ვხედავთ მზეს” 10 წლისაა. საიუბილეო თარიღი ტრადიციულად 1 ივნისს ნოდარ დუმბაძის მიერ დაარსებულ ბავშვთა ქალაქ ”მზიურში” გაიმართება.

 

ფესტივალი 10 წლის წინ ფოტოხელოვანმა ანა გოგუაძემ დააარსა. მისი მიზანია ”მზიური” ერთი დღით, ნოდარ დუმბაძის ოცნების ქალაქად იქცეს, სადაც ბავშვების ჟრიამული არ წყდება და ყველა ბედნიერია. მზე ყველას თანაბრად ათბობს, ამიტომაც პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

 

ფესტივალის განრიგი:

12:00 – ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ☼

12:00 – ახალგაზრდა მხატვრის, ლექსო ფოდიშვილის პერსონალური გამოფენა. ☼

12:00 – გამომცემლობა ”დიოგენეს” საბავშვო და საყმაწვილო წიგნების გამოფენა-გაყიდვა დიდი ფასდაკლებით. ☼

12:00 – მომავლის სკოლის მოსწავლეების გამოფენა. ☼

12:30 – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ღონისძიება. ☼

13:00 – ”პარტიზანული მებაღეობის” საინფორმაციო ეკო აქცია. ☼

13:00 ენერგიული და სახალისო ცეკვები La Belle Sport-ის ზუმბას ინსტრუქტორთან ერთად! (ამფითეატრი) ☼

13:30 ბავშვთა ხელოვნების სახლი ”Dephani KidArt” – ის მოსწავლეთა გამოფენა და ხელნაკეთი თოჯინების მასტერკლასი. ☼

13:30 – ფერადი ცარცებით ხატვა პარკის ტერიტორიაზე. ☼

14: 30 – ”NEVERLAND”-ის სპექტაკლი ”მზე იუბილარია” (ამფითეატრი) ☼

15:30 -ილუზიონისტის წარმოდგენა. (ამფითეატრი) PSP-ს და გამომცემლობა ”დიოგენეს” სახალისო გათამაშება. (ამფითეატრი) ☼

16:00 – ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის ღია გაკვეთილები. ☼

16:00 სეირნობა ზღაპრის გმირებთან ერთად.

17:00 – დასკვნითი კონცერტი ვოკალური სტუდია ”ბზიკების” მონაწილეობით. (ამფითეატრი)

18:00 ფესტივალის საზეიმო დახურვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები