LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენებს ორშაბათი გამოუვიდათ (ვიდეო)

111
1556568637-58639089_2669404513076111_726441182078435328_n

რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა მორიგი ტურის მატჩები ორშაბათს მოუწია. უნდა ითქვას, რომ ჩვენებურებმა თავი კარგად წარმოაჩინეს.

 

გიორგი მაკარიძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. ქართველის „სეტუბალი“ „სანტა კლარას“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა 0:0.
goalpoint.pt-მა 10-ქულიან სისტემაში ქართველის თამაში 7,2 ქულით შეაფასა.
„გიორგი მაკარიძე საუკეთესო იყო. მან გუნდის გადარჩენა სამჯერ მოახერხა“, – წერს გამოცემა.

 

პოლონეთის ჩემპიონატში თავი გამოიჩინა ვაკო გვილიამ. ქართველმა შუახაზელმა ორი საგოლე პასი გააკეთა.
გვილიას ზაბჟეს „გურნიკმა“ გიორგი გაბედავასა და გიორგი ივანიშვილის სოსნოვიეცის „ზაგლემბეს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. გვილია მეორე და მესამე საგოლე შეტევებში მონაწილეობდა. გვილიამ 26-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო, მე-80 წუთზე კი შეცვალეს.

„ზაგლემბეში“ გაბედავა მოედანზე 41-ე წუთზე გამოვიდა.

 

გიორგი ხარაიშვილმა მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა და გოლიც გაიტანა.
„გიოტებორგის“ შემტევმა აიკ-თან შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გახსნა: ქართველმა ჯარიმიდან გაიტანა.
ხარაიშვილი მეორე ტაიმში ერთი საგოლე შეტევის მონაწილე გახდა. „გიოტებორგმა“ 3:0 მოიგო.

 

https://www.youtube.com/watch?v=tpiOWoQAQI4

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები