LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენთვის, ყველასთვის საყვარელი სიმღერაა. როგორც ყოველთვის, ჩემებური ვერსია გახლავთ“ – დათო გომართელი სიმღერის „ჩემო თბილის ქალაქო“ ახალი ვერსიით „არ დაიდარდოში“

158
Untitled design (6)

რადიო „არ დაიდარდოს“ დათო გომართელი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ნამუშევარი „ჩემო თბილის ქალაქო“ წარუდგინა. მომღერალმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და კიდევ ორი ახალი სიმღერა დააანონსა.

დათო, როგორ მიდის თქვენი საქმიანობა იტალიაში, სადაც უკვე წლებია მოღვაწეობთ?

ყველაფერი კარგად არის. ვცდილობთ, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოვაჩინოთ თავისი კულტურით, თავისი ისტორიით და რაც შეიძლება მეტი საინტერესო პროექტით დავაახლოოთ იტალია და საქართველო.

ხომ არ გეგმავთ კონცერტს იტალიაში?

ამჯერად მილანში ვარ, სულ რამდენიმე თვეა, რაც ჩამოვედი და ჯერ ვნახულობთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს. ასე კონცერტი არ იქნება, მაგრამ სხვადასხვა პროექტების გაკეთებას ვაპირებთ. მიდის მოლაპარაკებები.

ვისაუბროთ სიმღერის „ჩემო თბილის ქალაქო“ ახალ ვერსიაზე.

გოგი ცაბაძის მუსიკა და მორის ფოცხიშვილის ტექსტი გახლავთ. ჩვენთვის, ყველასთვის საყვარელი სიმღერაა. როგორც ყოველთვის, ჩემებური ვერსია გახლავთ, ცოტათი განსხვავებული. არანჟირების ავტორი ზურა მახნიაშვილი გახლავთ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მოთხოვნადი სიმღერაა ჩემს რეპერტუარში.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, უკვე თუ დაიწყეთ მუშაობა ახალ სიმღერაზე?

ახლახან დავამთავრე ნატო გელაშვილის საოცარი სიმღერა „თეთრი კლავიშები“, ასევე ჩემებური ვერსია. ძალიან კარგი გამოვიდა, ძალიან მოსწონს აბსოლუტურად ყველას. რაც მთავარია, ყველა ამბობს, ვერ წარმოგვედგინა, თუ ამ სიმღერის ასეთ მანერაში შესრულება შეიძლებოდაო. აბსოლუტურად სხვანაირი ჟღერადობა აქვს. საოცარი მუსიკოსები ცოცხალი შესრულებით ჩაიწერა სტუდიაში „ბრავო“.

კიდევ ჩავწერე ერთი ახალი სიმღერა, ნუგზარ ვაწაძის „იძინებს მზე“. ტექსტი მორის ფოცხიშვილის გახლავთ. ჩემს მეგობარს, გია გორდეზიანს დავამატებინე ერთი კუპლეტი და აბსოლუტურად სხვანაირი სიმღერა გამოვიდა. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება და მოეწონება მსმენელს.

დათო გომართელი – ჩემო თბილის ქალაქო

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები