LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვეულებრივი დღე ევროპაში

45

ევროპაში გასულ უქმეებზე მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ბუნებრივია ითამაშეს ჩვენმა ლეგიონერებმა და მათმა გუნდებმა. აი როგორია ქართველი ფეხბურთელების მონაგარი.
გერმანიის მესამე ბუნდესლიგაში გიორგი პაპუნაშვილის “ვერდერი” “აალენს” დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. “ვერდერის” გოლი პაპუნაშვილის აქტიურობას მოჰყვა, რომლის დარტყმულიც რიკოშეტის შედეგად მეტოქის ბადეში აღმოჩნდა.

საფრანგეთში, ჯაბა კანკავას “რეიმსმა” შინ აუტსაიდერი “ტრუა” მიიღო. შეხვედრა 1:1 დასრულდა, კანკავა ძირითადში იყო, ყვითელი ბარათი მიიღო და მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს.

ჰოლანდიის ერედივიზიონში ვაკო ყაზაიშვილის და გურამ კაშიას “ვიტესმა” შინ “პსვ” მიიღო და 0:1 დამარცხდა. ვაკომ მოედანზე 84 გაატარა, კაშიას კი არ უთამაშია. “ვიტესი” 24 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთეა.

უკრაინაში დავით თარგამაძის “ოლექსანდრიამ” “ჰოვერლას” 2:1 მოუგო. თარგამაძემ მოედანზე 83 წუთი დაყო და როგორც უკრაინული პრესა წერს, “ყველა შეტევის წამომწყები ქართველი ფეხბურთელი იყო”.

სანდრო კობახიძის “ვოლინი” “დნიპროს” ესტუმრა და მნიშვნელოვან შეხვედრაში მინიმალური სხვაობით იმარჯვა. კობახიძემ სრულად ითამაშა.

ჯაბა ლიპარტიას “ზორიამ” კი “ვორკსლასთან” იმარჯვა – 2:0. ჯაბამ მოედანზე 83 წუთი გაატარა.

კვიპროსული”ანორთოსის” შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს ირაკლი მაისურაძემ და გიორგი აბურჯანიამ, რომლებმაც “ენოსის” წინააღმდეგ 2:0 გაიმარჯვეს და პირველ ადგილზე არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები