LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვევები, რომლითაც კოლეგებს ვაღიზიანებთ

64

საინტერესოა, რა აწუხებთ, აღიზიანებთ და შესაძლოა აშინებთ თქვენს კოლეგებს?!

* გაუთავებლად პირად საქმეებსა და პრობლემებზე წუწუნი, განსაკუთრებით მაშინ, როცა არავის აინტერესებს. ხშირად ინფორმაცია იმდენად ბევრია, რომ რჩება შთაბეჭდილება, თითქოს თავს გვახვევენ პრობლემებს და გვაიძულებენ ვიცხოვროთ სხვისი ცხოვრებით. გამოსავალი მხოლოდ ერთია – ტაქტიანად, თუმცა მკაცრად ვუთხრათ კოლეგას, რომ სამსახურში პირველ რიგში საქმეზე უნდა ვისაუბროთ, პირადი განცდები კი, შეუძლია მეგობრებს გაუზიაროს.

* პირადი საზღვრების დარღვევა, მეგობრობის თავსმოხვევა. ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მონდომებით ვმალავთ საკუთარ ცხოვრებას და გვიჭირს ახალი მეგობრების შეძენა, პროფესიონალური კონტაქტები კი, ხშირად იმდენად ინტენსიურია, რომ კოლეგებთან ოფისს გარეთ ურთიერთობის სურვილი გვეკარგება. თუმცა, „ტოქსიკური“ თანამშრომლები არაფრად აგდებენ ტაქტიან მინიშნებას და ჯიუტად ცდილობენ დამეგობრებას, საკუთარი ცხოვრების გაზიარებას და თქვენგანაც იგივე გულწრფელობას ელიან. გამოსავალი როგორც წინა შემთხვევაში ისევ ერთია – საკუთარი საზღვრების მკაცრად დაცვა და ურთიერთობის მხოლოდ საქმიან კონტაქტებამდე შეზღუდვა.

* ფულის სესხება და არ დაბრუნება, მუდმივად სხვისი ნივთებით სარგებლობა. ალბათ გქონიათ შემთხვევა, როცა თქვენი ჭიქით მიირთმევენ ყავას და არც ფიქრობენ მის გარეცხვას, ან „ხელფასამდე“ სესხულობენ ფულს და თვეობით აღარ გიბრუნებენ, თქვენ კი, ყველაფერს ითმენთ, რადგან ტაქტი არ გაძლევთ შენიშვნის მიცემის უფლებას. გადააბიჯეთ საკუთარ თავს და პირდაპირ მოსთხოვეთ ვალის დაბრუნება, ნივთები კი, საიმედოდ შეინახეთ და ნებისმიერ თხოვნას უარით უპასუხეთ.

* ქედმაღლური ქცევა, ზედმეტი მფარველობა. მაღალი თანამდებობა და მეტი გამოცდილება არ აძლევს კოლეგას უფლებას გაქციოთ მოსამსახურედ. ასევე არასასიამოვნოა, როცა ქედმაღლურად გასწავლიან ჭკუას და საჯაროდ მიგითითებენ შეცდომებზე. სუბორდინაცია არ ნიშნავს თავხედობას, კოლეგას კი, რომელიც სხვის ხარჯზე ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას, მთელმა კოლექტივმა ერთად უნდა მოუწოდოთ კორექტულობისა და ეტიკეტის დაცვისკენ, რადგან რაც უფრო მეტ გასაქანს მისცემთ ამგვარ ადამიანს, მით უფრო მეტის უფლებას მისცემს საკუთარ თავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები