ციროზი ღვიძლის დაავადებაა, რომელსაც ორგანოს ხანგრძლივი დაზიანება იწვევს და რომელიც ღვიძლის ფუნქციას აქვეითებს. დაავადების შემდეგი სახეობა არსებობს: ბილიარული ციროზი, ალკოჰოლური ციროზი. ასევე არსებობს ფილტვის ციროზიც. ღვიძლმა ციროზის პირობებშიც კი შეიძლება გააგრძელოს მუშაობა. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს დაავადება მაინც იწვევს უკმარისობასა და სერიოზულ გართულებებს. ღვიძლის ციროზის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ალკოჰოლით გამოწვეული ჰეპატიტები. ამ დროს ღვიძლი ქრონიკულად ზიანდება მავნე ნივთიერების მუდმივი მოხმარებით. სწორედ ამიტომ, ალკოჰოლი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ორგანოს ფუნქციის დარღვევის. ციროზის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჭარბი ცხიმის დაგროვებაც იყოს. როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როცა მოვიხმართ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შაქარს, სისხლში იმატებს ლიპიდების რაოდენობა, მეტაბოლიზმი არ არის მოწესრიგებული ან არტერიული წნევა გვაწუხებს.
ღვიძლის ციროზის ნიშნები იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შორსაა წასული დაავადება. საწყის სტადიაზე ღვიძლის ციროზის სიმპტომები შეიძლება არც გამოვლინდეს. ღვიძლის ციროზით დაავადების ნიშნები ადრეულ ეტაპზე შეიძლება იყოს: თავბრუსხვევა, მადის დაკარგვა, გადაღლა, შეგრძნება თითქოს რაღაც გჭირთ, ხილული სისხლძარღვები, რომლებიც ობობას ჰგავს და ხელის გულების. ციროზის სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს სიყვითლე, კანის ქავილი გამონაყარის გარეშე, შარდის გამუქება და განავლის გაღიავება, კანზე ან ქუთუთოების მიმდებარედ ყვითელი ცხიმგროვები, წონაში კლება და კუნთების განლევა, დაბნეულობა, დეზორიენტაცია, ხასიათში ცვლილებები, მოტორული დისფუნქცია, მენსტრუალური ციკლის არევა, მამაკაცებში მკერდის უეცარი ზრდა.
თუმცა, მეცნიერები გვეუბნებიან, რომ სწორი მიდგომით შესაძლებელია დაავადების მართვა და მასთან ერთად ცხოვრება. მართალია, ამ დაავადებას ახლავს გართულებები და საკმაოდ მძიმე შედეგებამდეც შეიძლება მივიდეს, მაგრამ დროული დიაგნოსტიკისა და სწორი თერაპიის ფარგლებში ციროზი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე არ იმოქმედებს. გარდა კვების რაციონში გარკვეული ცვლილებებისა და რაღაც მავნე ჩვევებზე უარის თქმისა (ალკოჰოლი, თამბაქო, თრობის სხვა საშუალებები), საჭირო იქნება მედიკამენტოზური მკურნალობა. ციროზის სამკურნალო მედიკამენტები, როგორც წესი, მხოლოდ რეცეპტით გაიცემა – მათი ძლიერმოქმედი ბუნებიდან გამომდინარე.