ცისტიტი შარდის ბუშტის ანთებაა, რომელსაც სიცივე იწვევს. ფიზიოლოგიური თავისებურებების გამო, ის ქალებში უფრო ხშირია. რა თქმა უნდა სიცივე ერთადერთი მიზეზი არ არის. ინფექციას, პირადი ჰიგიენის წესების მცირედ დარღვევას, სტაფილოკოკებს, ნაწლავურ ჩხირებს, ორგანიზმის ინფექციურ დაავადებებს (გრიპი, ანგინა), ყველაფერს შეუძლია მისი პროვოცირება. მაპროვოცირებელია მჯდომარე ცხოვრების წესი, უროლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალო კურსის მიტოვება. ავადმყოფის ამოცანაა იწვეს, ორგანიზმის სრული სიმშვიდე უზრუნველყოს და გათბეს. მკურნალობის დროს ბევრი სითხე უნდა მიიღოთ, შეზღუდოთ, მარილიანი, ცხარე და შემწვარი კერძები. მკურნალობის პერიოდში თქვენი ცხოვრების წესსაც უნდა გადახედოთ, ის შეიძლება სერიოზულია, მაგრამ გამოსწორებადი პრობლემების ნიშანი იყოს.
შემოდგომა მოსავლის აღების პერიოდია და მიუხედავად იმისა, რომ სამკურნალო მცენარეების მოგროვების დრო უკვე გასულია, ბუნება ცისტიტის მკურნალობაში მაინც დაგეხმარებათ. დღეს ფარმაცევტული პრეპარატების გვერდით, რეცეპტებში უთითებენ წითელი მოცვის ფოთლებს და დათვის კენკრას. ცისტიტის სამკურნალოდ ის ბალახები გამოგადგებათ, რომელთაც ანტიბაქტერიული და შარდმდენი თვისებები აქვთ. ამიტომ, ნამდვილად არ გავნებთ მენიუში წითელი მოცვის ნაყენი ჩართოთ, ან ჩვეულებრივი წითელი მოცვი. მოცვი საშარდე გზების ანთებითი პროცესების მკურნალობაში საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა. თუმცა, ტრადიციულად ამ მიზნისთვის მთელი წლის განმავლობაში მოგროვებულ მოცვის ფოთლებს ინახავენ. მისი ნახარში კარგი შარდმდენია. იგი ბაქტერიოციდული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა.
ცისტიტთან ბრძოლაში ასევე ეფექტური საშუალებაა დათვის კენკრა. მას თირკმელების სამკურნალოდაც იყენებენ. იგი კარგი მადეზინფიცირებელი საშუალებაა. მისგან ჩაის გრილ წყალზე ამზადებენ. წარმატებული მკურნალობისას რეციდივები რომ არ განმეორდეს, ორგანიზმის დანდობა მოგიწევთ. თუ დიდხანს ჯდომა გიწევთ, უნდა სცადოთ და დაისვენოთ, მოერიდოთ გამაღიზიანებელი და არაფიზიოლოგიური სამოსის ტარებას, არასეზონურ ტანსაცმელს, ცხარე და მარილიან საკვებს, მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, მოერიდოთ სიცივეს, ზედმიწევნით დაიცვათ ჰიგიენა, ამასთან, დისბაქტერიოზსაც უნდა მოერიდოთ.