LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება: მესის და რონალდოს ვან დეიკმა აჯობა

99
637027003674819801-1170961444

უეფამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა. მართალია ადრე დაიწერა, რომ მთავარ პრიზს ლეო მესი მიიღებდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ფავორიტი „ლივერპულის“ გაუვალი მცველი ვირხილ ვან დეიკი იყო და ასეც მოხდა – ჰოლანდიელმა არც მეტი არც ნაკლები თვით მესის და რონალდოს დუეტს აჯობა და საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი სახლში წაიღო. მობერდნენ ბიჭები და სხვები შემოეჩვივნენ, შარშან „ოქროს ბურთი“ მოდრიჩმა ააწაპნა, წელს იგივეს გაკეთებას ვან დეიკი ეცდება და ა.შ. მოკლედ, ბოლო გასროლისთვის უნდა მოემზადნონ, ან არადა შეეგუონ 5-5 „ოქროს ბურთს“.

უეფამ საუკეთესოები ტრადიციულად ამპლუების მიხედვით დაასახელა:

საუკეთესო მეკარე – ალისონი („ლივერპული“);

საუკეთესო მცველი – ვირხილ ვან დეიკი („ლივერპული“);

საუკეთესო ნახევარმცველი – ფრენკი დე იონგი („აიაქსი“);

საუკეთესო ფორვარდი – ლიონელ მესი („აიაქსი“).

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გახდა „ლიონის“ ფორვარდი ლუსი ბრონზი.

კაცებში კი…

 

და ყველა ნომინანტი ერთად… რონალდოს გარეშე…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები