LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი მსახიობის „ტესლა“ საბურავების გარეშე დატოვეს

42
owen-wilson

ბრიტანულმა გამოცემა The Mirror-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკელი მსახიობი და სცენარისტი ოუენ უილსონი ქურდობის მსხვერპლი გახდა. დაზარალებულის განცხადებით, დამნაშავეებმა ღამით მის „ტესლას“ ოთხივე საბურავი მოხსნეს. ზარალის  ოდენობა ოუენის აზრით 4 ათასი დოლარია და ამ დროისთვის ქურდებს პოლიცია უკვე ეძებს.

დანაშაული კალიფორნიაში, ოუენის სახლთან მოხდა. მსახიობის თქმით, ღამე არც მასა და არც მის ოჯახის წევრებს არაფერი გაუგიათ, დილით კი ასეთი სიურპრიზი დახვდათ.

„ტესლას“ რომელი მოდელის მფლობელია ჰოლივუდელი, ამას გამოცემა არ აზუსტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები