პოპულარული თურქი მწერალი, ორჰან ფამუქი, 12 მარტს თბილისში ჩამოდის. ავტორი წიგნების “მე წითელი მქვია”,”უმანკოების მუზეუმი”, “თოვლი” და სხვა საქართველოში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის და თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვევით ჩამოვა.
თავისუფალ უნივერსიტეტში მიმდინარე კვირას თანამედროვე ლიტერატურის კვირეული ტარდება, რომელიც ორჰან ფამუქის საჯარო ლექციით 12 მარტს დასრულდება.
13 მარტს ცნობილი თურქი მწერალი საქართველოში მცხოვრებ მის მკითხველს უკვე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში შეხვდება. შეხვედრის ორგანიზატორი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაა. ფამუქთან შეხვედრაზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი. შეხვედრა 19 საათზე დაიწყება.
ორჰან ფამუქი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე მწერალია, რომლის არაერთი ნაწარმოებია ქართულ ენაზე თარგმნილი.