LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობისმოყვარე ბლოგერებმა Mercedes-Benz S-Class-ის სავარძელი გაგლიჯეს (ვიდეო)

79

Mercedes-Benz S-Class მსოფლიოში ერთ-ერთი მდიდრული სედანია და კლიენტებს ფუფუნებისა და უსაფრთხოებას სთავაზობს, ასევე გამოირჩევა კომფორტული სავარძლებით, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციით არის აღჭურვილი.

YouTube-ზე, What’s Inside-ს არხზე სედანის სავარძლები აჩვენეს. ისინი უბრალოდ შუაზე გაჭრეს. 2017 წლის მოდელს აქვს მასაჟის, ვენტილაციისა და გათბობის სისტემები.

გარდა ამისა, აღჭურვილობათა ჩამონათვალში შედის სისტემა Energizing Comfort, რომელიც სალონის განათებასა და კლიმატის სისტემას მძღოლისა და მგზავრების რელაქსაციისთვის გადააწყობს.

What’s Inside-ის ბლოგერებმა გაარკვიეს, რომ  Mercedes-Benz S-Class-ის პერფორირებული ტყავის ქვეშ მრავალი საჰაერო „ჯიბეა“, რაც მასაჟისთვის არის საჭირო. ასევე, სავარძელი მრავალი ამორტიზირებული სადებისა და მსალისგან შედგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები