LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოლია ბოლო-ბოლო თუ არა: კრიშტიანომ ჯორჯინას ცოლი დაუძახა

138
georgina-rodr-guez-cristiano-ron

კრიშტიანო რონალდომ ჯორჯინა როდრიგესს ცოლი უწოდა.

წყვილი 7 წელია ერთადაა, შვილებიც ხომ დაჩეკეს, მაგრამ კრიშტიანოს ქალისთვის ოფიციალურად ბეჭედი ჯერ არ წამოუცვია.

39 წლის ფეხბურთელი ფიტნეს-ბრენდ Whoop-ისთვის გადაღებულ ახალ ვიდეოში გამოჩნდა.

„მთავარია – არა ის, რასაც აკეთებ, არამედ ის, რომ ეს უნდა გააკეთო.

როდესაც კლუბში ვარჯიში არ მაქვს, მიყვარს სახლში ცოლთან ერთად ყოფნა“, – თქვა ფეხბურთელმა, რომელიც სახლის სპორტდარბაზში ექსკურსიას აწყობდა.

People-მა კომენტარი სთხოვა რონალდოს პრეს-მდივანს: „ამ წუთისთვის არ ვიცი დაქორწინებულია თუ არა კრიშტიანო ჯორჯინაზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები