LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Continental-მა ახალი აუდიოსისტემა წარმოადგინა

57

კომპანია Continental-მა საავტომობილო აუდიოსისტემა მოიფიქრა, რომელსაც ხმის გამაძლიერებლები არ აქვს და ტრადიციულზე 90%-ით ნაკლებს იწონის. ხმის გამაძლიერებლების ნაცვლად ძარის პანელებისა და ავტომობილის ინტერიერის ელემეტების გამოყენება შეიძლება.

მწარმოებელი ირწმუნება, რომ ავტომობილებში ჩვეულებრივი „დინამიკები” 20 კილოგრამამდე იწონის, ხოლო Continental-ის მიერ შემუშავებული სისტემა ორ კილოგრმს აღწევს. ახალი აუდიოსისტემა საშუალებას იძლევა შემცირდეს არა მხოლოდ ავტომობილის წონა, არამედ ენერგიის მოხმარებაც.

Continental-ში სპეციალური აქტუატორები შეიმუშავეს, რომელიც ავტომობილის შიგნით კონკრეტული ზედაპირის ვიბრირებას ახდენს. ექსპერტების აზრით, მაღალი სიხშირეებისთვის წინა მხარე გამოდგება, საშუალო სიხშირისთვის კარის პანელები, ხოლო სახურავი და უკანა მხარე დაბალი სიხშირეებისთვის არის კარგი.

ფირმის ახალი გამოგონების პრეზენტაცია TechShow 2017-ის გამოფენაზე, ჰანოვერში შედგა. სისტემა ხმის გამაძლიერებლების გარეშე ტესტირებას გადის.

სიახლეს ფრანქფურტის მოტორშოუზეც წარადგენენ. Continental-ის წარმომადგენლების განცხადებით, მათი აუდიოსისტემა სერიაში ჩასაშვებად უკვე მზად არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები