კომპანია Continental-მა ბრენდ Swarovski-თან ერთად მანქანებისთვის დისპლეი გამოუშვა. ინოვაციური ქმნილება სპეციალისტებმა ელექტრონიკის გამოფენის CES-ის ფარგლებში წარადგინეს. პოპულარულ გამოფენას ლას-ვეგასი მასპინძლობს. პროექტის ავტორთა აზრით, სიახლე პრემიული ავტომობილების ინტერიერის მთავარი ნაწილი გახდება.
ინოვაციური დისპლეის შესაქმნელად ტექნოლოგია microLED გამოიყენეს, რომელმაც ეკრანი ბევრად უფრო ნათელი და კონტრასტული გახადა. Swarovski-ის კრისტალები კი მულტიმედიას უფრო მეტ გამძლეობას სძენს. შედეგად სპეციალისტებმა შექმნეს ეკრანი, რომლის გამოსახულებაც თითქოს დაკიდებულია.
Contitental-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ასეთი ეკრანები პრემიული ავტომობილების მთავარ ელემენტად შეიძლება იქცეს, რადგან ინფორმაცია სულ სხვა დონეზე აჰყავს. მიუხედავად ამისა, სერიულ წარმოებაზე საუბარი ალბათ ჯერ არ არის.