LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცუნამმა იაპონელი აიძულა მცურავი ელექტრომობილი შეექმნა

58

Toyota-ს ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა ჰიდეო ცურუმაკიმ ელექტროქარი ააწყო, რომელიც წყალში არ იძირება. ასეთი ავტომობილის აწყობის იდეა მაშინ მოუვიდა, როდესაც 2011 წელს ცუნამის შედეგები ნახა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

2012 წელს, ცურუმაკიმ ერთ ადგლიანი ელექტროქარის აწყობის პროექტის წამყვანი ინჟინერის პოსტი დატოვა და სტარტაპი Fomm დააარსა. მან პირველი პროროტიპი ხელით ააწყო. მომდევნო სამი წელი ტოკიოს უნივერსიტეტის თანამშრომლებთან ერთად წყალში ავტომობილის მართვის სისტემაზე მუშაობდა.

შედეგად, მიიღეს გადაწყვეტილება ტურბინის მსგავსი ბორბლები გამოეყენებინათ.

2016 წელს Fomm-მა პარტნიორობა ტაივანურ დეველოპერულ კომპანიასთან Trinex Assets-თან გააფორმა, რომელმაც ავტომობილის აწყობაში მიიღო მონაწილეობა. დღეისათვის, ცურუმაკის პროტოტიპის უკვე მეოთხე ეგზემპლარი აქვს აწყობილი.

ავტომობილი გაყიდვაში მიმდინარე წლის დეკემბერში ჩაეშვება, აღჭურვილია ელექტროძრავით, რომელიც 14 ცხენის ძალას ავითარებს. ერთი დატენვით ავტომობილი 160 კილომეტრს გადის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 80კმ/საათია.

https://motor.ru/news/floatingev-19-01-2018.htm

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები