LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცურვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

74

ამერიკელ ექსპერტთა აზრით, ცურვა მართლაც იდეალური ვარჯიშია. მისი ეფექტი აერობიკის ეფექტს ჰგავს, მაგრამ ამასთან ერთად სახსრები არ ზიანდება და ეს აქტივობა ყველა ასაკის ადამიანისთვის ერთნაირად სასარგებლოა.

როგორც უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, ცურვის დროს ყველა კუნთი მუშაობს, რაც გულ-სისხძარღვთა სისტემასა და იმუნიტეტს აძლიერებს.

გარდა ამისა, ცურვა ნერვიულ სისტემაზეც ძალიან დადებითად მოქმედებს, წყალში ყოფნის დროს ადამიანი მაქსიმალურადაა მოდუნებული, სხვადასხვა გამაღიზიანებლები ავიწყდება, შედეგად კი სტრესი და ნერვული დაძაბულობა იკლებს. შესაბამისად, სიცოცხლის ხანგრძლივობაც იზრდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები