მადრიდის ”რეალის” ლაფსუსზე ალბათ მოგეხსენებათ. მადრიდელებმა ”კადისთან” ესპანეთის თასის მატჩში დისკვალიფიცირებული დენის ჩერიშევი ათამაშეს. ჰოდა, სხვა გუნდებმა ეს შემთხვევა ყურად იღეს და პრევენციის არნახულ ზომებს მიმართეს. ”კადისის” მომდევნო მეტოქემ, ”მერიდამ” ყველა ღონე იხმარა, რომ გუნდის დისკვალიფიცირებული კაპიტანი ჯონი შემთხვევით მაინც არ გავიდეს მოედანზე – ფეხბურთელი უბრალოდ დააბეს და პირი აუხვიეს.
”კადისისა” და ”მერიდას” მატჩი 6 დეკემბერს გაიმართება.
https://www.youtube.com/watch?v=OvTEmdFPYEA