LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაასახელეს ყველაზე სანდო ძრავის მქონე ავტომობილები

116
ყველაზე სანდო ძრავის მქონე ავტომობილები

აშშ-ში დაასახელეს ყველაზე გამძლე მეორადი ავტომობილები, რომელთა ფასიც 10 ათას დოლარამდეა. სპეციალისტებმა ბაზარი გააანალიზეს და ტოპ-5 ყველაზე უპრობლემო მოდელი გამოავლინეს.

ყველაზე სანდო ავტომობილი კი ექსპერტების აზრით Buick Lesabre-ეა, 3,8 ლიტრის V6 აგრეგატით აღჭურვილი, რომლის ძრავაც 4 დიაპაზონიან ავტომატიზებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. სედანი, რომელიც 1999-დან 2005 წლამდე პერიოდში გამოდიოდა, დღესდღეობით 5 ათას დოლარად იყიდება.

მეორე ადგილზე ექსპერტებმა პიკაპი Chevrolet Silverado გაიყვანეს, მოდელი რომელიც 2006 წლამდე გამოდიოდა. პირველი თაობის მანქანა 6 ლიტრიანი Vortec 6000-ით იყო დაკომპლექტებული და ეს ძრავა თავისი გამძლეობით იყო ცნობილი. მოდელის ფასი აშშ-ში ამჟამად 5-დან 10 ათას დოლარამდეა.

ლიდერთა სამეულს Lexus RX 350, 2004-2009 წლის მოდელი ასრულებს. ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სანდოდ ითვლება ის კროსოვერები, რომლებიც V6 3,3 და 3,5 ლიტრის მოცულობის ვერსიებითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, სიაში ავტოექსპერტებმა მოახვედრეს 1998-2012 წლების Ford Crown Victoria, 1996-2000 წლების  Lexus LS 400 და ასევე  Toyota Highlander.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები