„მალიორკამ“ სეგუნდას პლეი-ოფში „დეპორტივოს“ განმეორებითი მატჩი 3:0 მოუგო (0:2 პირველი თამაში) და 6 წლის შემდეგ ლა ლიგაში დაბრუნდა.
დე როსი აპირებს სერია ა-ში კარიერა გააგრძელოს.
„სამპდორია“ დაინტერესებულია „სასუოლოს“ ნახევარმცველით ბერარდით.
ორივე „ბორუსია“, „ლიონი“ და „ლილი“ „უოტფორდის“ ფორვარდით ლუკებაკიოთი არიან დაინტერესებულები.
სკალონი პირველი მწვრთნელია კოპა ამერიკის ისტორიაში, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო.
ელ შაარავი „რომას“ 4-წლიან კონტრაქტს თხოვს 3 მლნ ევროიანი ხელფასით და პლუს ბონუსები.
ბონერამ შესაძლოა კარიერა დაასრულოს და ჯამპაოლოს სამწვრთნელო შტაბში შევიდეს „მილანში“.
„ინტერი“ მზადაა ლუკაკუს სანაცვლოდ 60 მლნ ევრო შეთავაზოს. „მანჩესტერს“ 85 მლნ უნდა.
„მილანს“ სურს 2-წლიანი იჯარით სებალიოსი აიყვანოს.
„ბარსელონა“ არ აპირებს დანი ალვეშის მიწვევას. ბრაზილიელს დაბრუნება უნდა.
ნეიმარს მოუწევს ხელფასის 36 მილიონიდან 22 მლნ-მდე შემცირებაზე წავიდეს თუ „ბარსაში“ დაბრუნება უნდა.
„მანჩესტერი“ და „ლივერპული“ „ბეტისის“ მცველით ფირპოთი არიან დაინტერესებული.