„მილანი“ მოელაპარაკა „ემპოლის“ ბენასერის შეძენაზე 16+1 მლნ ევროდ.
ჟოზე მოურინიო: „ჩემი მომავალი დაკავშირებულია ფეხბურთთან და თან მხოლოდ მაღალი დონის. შესაძლოა სერია ა-სთან“.
„შანხაი შენხუამ“ შეათანხმა მარკო არნაუტოვიჩის ტრანსფერი 25 მილიონ ევროდ და 14 მილიონს თავაზობს ელ შაარავიში. „რომა“ 20 მილიონს ითხოვს.
„ბეტისის“ მეკარე პაუ ლოპესი ახლოსაა „რომაში“ გადასვლასთან 20 მლნ ევროდ.
სუბოტიჩმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ბუნდესლიგის დებიუტანტ „უნიონთან“.
ანტუან გრიზმანი „ბარსელონაში“ 5 წელიწადში 105 მლნ ევროს იშოვის.
ბუფონი „იუვენტუსში“ 77-ე ნომრად ითამაშებს. „უნდოდათ ჩემთვის 1 ნომერი და კაპიტნის სამკლაური მოეცათ, მაგრამ არ მინდა არაფერი წავიღო“, – თქვა შინ დაბრუნებულმა ლეგენდარულმა მეკარემ.
პსჟ-მ ანდერ ერერეას ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა.
„ბარსელონა“ მზადაა ნეიმარში 170-180 მლნ ევრო გადაიხადოს.
არიენ რობენმა კარიერის დასრულების შესახებ გამაოცხადა.
ლა ლიგის ახალ სეზონის პირველ ტურში „ბარსა“ „ატლეტიკს“ შეხვდება, „რეალი“ – „სელტას“. პირველი კლასიკო 27 ოქტომბერსაა „კამპ ნოუზე“. მეორე კლასიკო კი 1 მარტს ჩანიშნეს.
„სიტიმ“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა როდრისთან.
ფრენკ ლემპარდი „ჩელსის“ მწვრთნელად დანიშნეს.