LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანია გახდება მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელიც ძროხებს ეკოლოგიურ გადასახადს დაუწესებს

133
gettyimages-1234589468

დანია მსოფლიოში პირველი სახელმწიფოა, რომელიც საქონელს გადასახადს უწესებს. სიახლე 2030 წლიდან ამოქმედდება და ძროხაზე 100 ევროს შეადგენს, 2035 წლისთვის გადასახადს 225 ევრომდე გაზრდიან. ამის შესახებ CNN Business წერს.

გადასახადი შეეხებათ ასევე ცხვრებს, ღორებს და ცხენებს.

ინიციატივის მიზანი – მავნე ნარჩენების შემცირებაა, მეცხოველეობა კი ამ საკითხში ერთ-ერთი ლიდერია. ფერმის მაცხოვრებლები მსოფლიოში გავრცელებული მეთანის 15%-ზე არიან პასუხისმგებელი, მეთანი ცხოველის საჭმლის მონელების ბუნებრივი პროცესების შედეგად გამოიყოფა. მეთანის 4% მხოლოდ ძროხებს უკავშირდებათ და ეს ორჯერ მეტია ვიდრე საავიაციო სფეროს მაჩვენებელი.

აღსანიშნავია, რომ მეცხოველეობასთან დაკავშირებულ რისკებთან ბრძოლას სხვა ევროპული სახელმწიფოებიც აქტიურად ცდილობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები