LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანია კლიმატის დაცვის სფეროში მსოფლიოს ლიდერად დასახელდა

103
ქირიას NEWS შაბლონი

დანია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ეფექტურობის საერთაშორისო ინდექსში (CCPI) პირველ ადგილზე გავიდა და მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ქვეყნად დასახელდა კლიმატური პოლიტიკის მიმართულებით.

ინდექსი ყოველწლიურად აფასებს, რამდენად სწორად ასრულებენ ქვეყნები პარიზის კლიმატის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. შეფასებისას გათვალისწინებულია სათბურის აირების ემისიები, განახლებადი ენერგიის გამოყენება, ენერგომოხმარება და სახელმწიფო კლიმატური პოლიტიკა.

დანია უკვე წლებია ლიდერია ზღვის ქარის ელექტროსადგურების განვითარებაში და ელექტრომობილების დანერგვაშიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად ითვლება. ქვეყანას ამბიციური მიზანიც აქვს – 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიები 1990 წლის დონესთან შედარებით 70%-ით შეამციროს.

კლიმატის დაცვის რეიტინგის პირველ ათეულში დანიის შემდეგ მოხვდნენ:

  • დიდი ბრიტანეთი
  • მაროკო
  • ჩილე
  • ლუქსემბურგი
  • ლიეტუვა
  • ნიდერლანდები

ევროპაში განახლებადი ენერგიის გამოყენების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად სახელდება ასევე შვედეთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები