LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანია თავის მოქალაქეებს სიყალბისგან დაიცავს

103
Changing face using AI generated deepfake technology concept. Multiple blurred person face on tablet screen, covering true identity.  Spreading hoax using modern tech.

დანიაში ამზადებენ კანონპროექტს, რომელიც ადამიანებს მისცემს უფლებას, გააკონტროლონ საკუთარი გარეგნობის, ხმისა და მიმიკის გამოყენება. ეს არის პირველი ინიციატივა ევროპაში, რომელიც მიზნად ისახავს ე.წ. „დიფფეიკების“ წინააღმდეგ ბრძოლას.

„დიფფეიკი“ არის ციფრული ყალბი გამოსახულება, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ქმნიან და ადამიანებს მაქსიმალურად რეალისტურად გამოსახავენ. სიახლის შესახებ The Guardian წერს.

ახალი კანონი მოქალაქეებს უფლებას მისცემს, მოითხოვონ მათი თანხმობის გარეშე შექმნილი მასალების წაშლა, ასევე – ანაზღაურება მათი გამოყენების შემთხვევაში. თუმცა, გამონაკლისი დაიშვება შემოქმედებითი შინაარსისთვის – მაგალითად, სატირისთვის.
დანიელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ „დიფფეიკები“ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ: ისინი ხშირად გამოიყენება შანტაჟისა და მანიპულაციისთვის. ამასთან, ასეთი სერვისები აქტიურად იყიდება შავ ბაზარზე.

კანონპროექტის საბოლოო ვერსიას შემოდგომაზე წარადგენენ.

დაბოლოს, დანიაში იმედი აქვთ, რომ ეს კანონი მაგალითი იქნება მთელი ევროკავშირისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები