LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიამ ავიამგზავრებისთვის ახალი გადასახადი შემოიღო

35
Capture

დანია აპირებს, რომ ქვეყნის ყველა აეროპორტში ახალი გადასახადი შემოიღოს. ავიამგზავრები დაიბეგრებიან ყველა ბილეთზე და გადასახადის ოდენობა 1,75 ევრო იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ the Local ავრცელებს.

ეს თანხა ადგილობრივ ავიაციას მომავალში „მწვანე საწვავზე“ გადასვლაში დაეხმარება. გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის ყველა დანიური ხომალდი ეკოლოგიური საწვავით იფრენს და ჰაერში მავნე გამონაბოლქვი 80%-ით შემცირდება.

სამგზავრო გადასახადით მიღებული თანხა გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორებას უნდა მოხმარდეს.

ამ დროისთვის ახალ კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ იქნება მიღებული.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური გადასახადი უკვე მოქმედებს გერმანიაში, ინგლისში, ნორვეგიასა და შვედეთში. მაგალითად, ბელგია კი ფულს იმ მგზავრებს ახდევინებს ვინც მოკლე მანძილზე გადაადგილებისას თვითმფრინავს ანიჭებს უპირატესობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები