LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში ბანკებს აღარ ძარცვავენ, კრიმინალებმა ონლაინ გადაინაცვლეს

141
FILE PHOTO: A person rides a bicycle past a Danske Bank branch in Copenhagen, Denmark, July 29, 2022. REUTERS/Andrew Kelly/File Photo

2022 წელს დანიაში არც ერთი ბანკი არ გაუძარცვავთ. ბანკის თანამშრომელთა პროფესიული კავშირების აზრით, ამ სფეროში დანაშაულის შემცირება თავად დასაქმებულთა დამსახურებაა. საქმე ისაა, რომ ბანკებმა ნაღდი ფული ხმარებიდან ფაქტობრივად ამოიღეს და მძარცველთა თვალში მომხიბვლელობაც დაკარგეს.

AP News-ის ინფორმაციით, 2000 წელს დანიაში 221 ქურდობა მოხდა.  2021 წელს კი მხოლოდ ერთი ბანკი გაძარცვეს. ამ წლების განმავლობაში ქურდებმა თავისი ყურადღება ბანკებიდან ბანკომატებზე გადაიტანეს. თუმცა, მონიტორინგის გაუმჯობესების და დაცვის ხარისხის გაუმჯობესებით ასეთი ძარცვების რაოდენობაც ნულამდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს დანიის ხელისუფლებამ გამყიდველებს ნაღდ ფულზე უარის თქმა შესთავაზა და მაშინ ქვეყანამ გადაწყვიტა გამხდარიყო პირველი სახელმწიფო, რომელიც მთლიანად საბარათე სისტემაზე გადავიდოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები