LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში მოპსების გამრავლებას აკრძალავენ

130
c21323ac07be7cc87149627ee9c67e95ed0a9843

დანიაში აპირებენ აკრძალონ იმ ძაღლების გამრავლება, რომლებსაც დაბადებიდან სუნთქვის პრობლემები აქვთ. ინიციატივის ავტორი სოფლის მეურნეობის სამინისტროა, წერს France 24.

აკრძალვა პირველ რიგში შეეხება სახეობებს ე.წ. „ბრტყელი დრუნჩით“ – მაგალითად, მოპსებს, ფრანგულ თუ ინგლისურ ბულდოგებს, ასევე პეკინესებს.

ახალი კანონის შემოღებაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს ადგილობრივმა ცხოველთა დამცველებმა. დანიის კინოლოგთა კლუბის წარმომადგენლის თქმით, სპეციფიკური ვიზუალი ძაღლებს უამრავ ტანჯვას ანიჭებს. მაგალითად, პატარა ცხვირიან ცხოველებს სუნთქვა უჭირთ, გენეტიკურ მუტაციებს კი თავის ტკივილის გამოწვევა შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აკრძალვა უკვე რამდენიმე წელია ნიდერლანდებშიც მოქმედებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები