დანიაში მაღალი კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ კვირაში ორი დღე მერხის ნაცვლად სამუშაო ადგილზე გაატარონ. ეს არის ახალი პროგრამის ნაწილი, რომელიც მოზარდებს პროფესიის არჩევაში უნდა დაეხმაროს. სიახლის შესახებ ევროკავშირის ოფიციალური საიტი წერს.
პროგრამა ნებაყოფლობითია: მოსწავლეები კომპანიებში უსასყიდლოდ გადიან პრაქტიკას, ხოლო დანარჩენ დღეებში სწავლობენ სავალდებულო საგნებს – მათემატიკას, მშობლიურ ენასა და ინგლისურს.
ზოგ ქალაქში ინიციატივას უკვე ათობით ოჯახი შეუერთდა. ერთ მუნიციპალიტეტში მაგალითად, 26 მოზარდმა დაიწყო სწავლისა და პრაქტიკის პარალელურად შეთავსება.
მეწარმეები მოხარულები არიან, რომ ახალგაზრდა სტაჟიორებს იღებენ. ბევრი ფიქრობს, რომ ამ გზით მომავალ კადრებს მოამზადებს.
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პროფესიულ კოლეჯებში მისაღები გამოცდის გარეშე ჩააბარონ. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ასეთი მიდგომა დაეხმარება იმ მოზარდებს, ვისაც ჩვეულებრივი სკოლა მოსაწყენად ეჩვენება.