LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაქორწინდა თუ არა დათო კენჭიაშვილი – „ლამის მეც შემეპარა ეჭვი…“

67

გია ჯაჯანიძის გადაცემის ანონსმა, სადაც მომღერალი დათო კენჭიაშვილი გოგონასთან ერთად ჩანს, ხელი შეუწყო ჭორის გავრცელებას იმასთან დაკავშირებით, რომ მომღერალი დაქორწინდა. თუმცა „ფეისბუქის“ გვერდზე დათო წერს: „ნუ მილოცავთ გაბედნიერებას, ტყუილია,ა რ მომიყვანია ცოლი, არც საცოლე მყავს“.

მომღერალს კომენტარისთვის დავუკავშირდით:

მონტაჟია გაკეთებული ისე, რომ მილოცავს ყველა. არ შეესაბამება სიმართლეს (იღიმის).

არადა, ყველამ იფიქრა, რომ დაქორწინდი…

(იცინის) ლამის მეც შემეპარა ეჭვი ჩემ თავში, მოვიყვანე თუ არა და რომ გადავხედე, სახლში არავინ იყო, მე და ჩემი საყვარელი ბებიის გარდა, მერე ისევ დავრწმუნდი, რომ ცოლი არ მომიყვანია.

შენს პირადში არაფერია ახალი? გოგონამ როგორ უნდა მოგხიბლოს?

არაფერი არ ხდება საერთოდ ჩემს ცხოვრებაში. მე შეყვარებული ვარ ჩემს საქმეზე, ხელოვნებაზე. და რაც შეეხება გოგოს, იმის მიხედვით არ ვარჩევ, მაღალი, ქერა და ცისფერთვალება არის თუ არა, ბევრი სხვა ღირსებითა და ფასეულობებით უნდა იყოს სავსე…

მაგალითად?

კაცთმოყვარეობა, რწმენა, რაც ჩვენ ყველას გვაკლია და ის ქართული ქალური ღირსება, რაც ნამდვილ ქართულ ოჯახს სჭირდება.

აქამდე ასეთი გოგონა არ შეგხვედრია?

ჯერ ძიების პროცესში ვარ და თუ ეგეთი არ შემხვდა, ზუსტად ვიცი, მთელი ცხოვრება ვიქნები მარტო… (იღიმის). ღმერთმა ქნას რომ შემხვდეს, თორემ ვივლი ისე, როგორც ახლა.

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები