LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასანანი მარცხი დუბლინში

35

გუშინ ღამით  ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში საქართველოს ერვონული ნაკრები ირნალდიასთან მინიმალური სხვაობით 1:0 დამარცხდა.

დუბლინში გამართულ შეხვედრაში ქართველები საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ. მოედნის ცენტრში ჯანო ანანიძის დანაკლისი აშკარად შესამჩნევი იყო, თუმცა საქართველოს ეროვნულმა გუნდმა კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა. შეხვედრის 68 წუთზე ჯეკ ჰენდრიკმა მარჯვენა ფლანგი გაარღვია და უოლტერს უპასა, რომელმაც მატჩის ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

აღსაღნიშნავია, რომ ირლანდიასთან სტუმრად ქართველებს ბურთის ფლობა 50 % ქონდათ.

მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ირლანდიელთა თავკაცმა მარტინ ონილმა შეხვედრა შეაფასა.

“ძალიან რთული მატჩი იყო. პირველ ტაიმში საქართველომ კარგად ითამაშა და მომენტებიც ჰქონდათ. მეორე ტაიმში კი ჩვენი თამაში ვიპოვეთ, რამაც შედეგი გამოიღო… ფანტასტიური გრძნობაა. ახლა გერმანიასთან გასამართ მატჩზე ვფიქრობთ, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

რაც შეეხება რობი კინს, მისი ცვლილება უბრალოდ ტაქტიკური სვლა იყო. ყველამ იცის, თუ რა დონის ფეხბურთელია ის”, – განაცხადა ონილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველები შემდეგ მატჩს 8 ოქტომბერს გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავენ, ირლანდიელები კი სახლში გერმანიას მიიღებენ.