დათო არჩვაძე: „მინდა, რომ ხალხმა ამ სიმღერაზე იქეიფოს და ხმაც მისცეს, რასაკვირველია…“

33

დათო არჩვაძის ორი სოლო, ერთი დუეტი და ორიც „ქართული ხმებთან“ ნამღერი სიმღერაა შესული „ოქროს ტალღის“ წლევანდელ ნომინაციებში. ეს სიმღერებია: „ლამაზი ქალი“, „ერთად გავინავარდოთ“, „ახალი კახეთი“, „მეორე ლეგენდა“ და „თენდება“.

დათო არჩვაძე:

ეს პროექტი ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან გარკვეული სტიმულია შემოქმედისთვის, ავტორისთვის, შემსრულებლისთვის, რომ მთელი წლის განმავლობაში შექმნას პროდუქცია. გაიმარჯვებს თუ არა, მაინც დიდი სტიმულია, რომ ყურადღების ქვეშ ექცევა ესა თუ ის ნამუშევარი, მიმდინარეობს კონკურსი, ამაში ჩართულია ყველა, შემდეგ წელს უფრო წარმატებულად უნდა იმოღვაწეო, რომ შეფასდეს შენი შემოქმედება.

დღესდღობით არ მახსენდება სხვა ანალოგიური პროექტი საქართველოში, ტელე ან რადიო, რაც ამ სფეროს, უშუალოდ არარსებულ შოუბიზნესს შეეხებოდა (იცინის), საგმირო საქმეა. მისასალმებელია და ძალიან კარგია, რომ ტარდება.

ალბათ, მოუწოდებ შენს თაყვანისმცემლებს აქტიურობისკენ…

რა თქმა უნდა. დაძალება არ გამოვა, მაგრამ მოწოდება შეიძლება (იცინის). ჩვენდა საბედნიეროდ, ხუთივე სიმღერა ძალიან რეიტინგული იყო რადიოებში, შემიძლია გამოვყო ნიკოლშოუსთან ერთად დუეტი „კახეთო“, რომელიც აიტაცა ერმა და სრულიად საქართველომ. როგორც ვიდეოს აქვს ბევრი ნახვა, ასევე სიმღერას რადიოებშიც ითხოვდნენ აქტირუად. „მეორე ლეგენდაც“ უცხოდ და საინტერესოდ არის გაკეთებული. მედიკო კარტოზიას სიმღერა მაქვს ნამღერი, ბაიათი, რომელიც კლასიკურად მაქვს გაკეთებული, რომელიც მასაზე იმოქმედებს, სახასიათო, ძალიან უყვართ, „ერთად გავინავარდოთ“ ჰქვია, გასართობი, დასამახსოვრებელი, საქეიფო სიმღერაა. დუდუკების ფონზეა და მინდა, რომ  ხალხმა ამ სიმღერაზე იქეიფოს და ხმაც მისცეს, რასაკვირველია (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები